თეგი: ვერტმფრენის ჩამოვარდნა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს

დამწუხრებული ვართ საქართველოში, გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის და ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრის გარდაცვალების გამო, - თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა „დამწუხრებული ვართ საქართველოში, გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის და ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენი მეზობელი საქართველოს მეგობარ მთავრობას და ხალხს”, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.  ამასთან, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.  

სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში გაიმართება სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო წირვას აღავლენს და სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების პანაშვიდს გადაიხდის. შსს-ს ინფორმაციით, პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.   

გუდაურთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ადამიანების ცხედრები სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს

გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 8 ადამიანის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს.  საქართველს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვდნენ სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს დაღუპულებს საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ. ტრაგიკულად დაღუპულებს დღეს პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პოლიტიკოსებმა. ასევე, დაღუპულებს პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.   

გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავები და მაშველები სამხედრო პატივით დაკრძალეს

გუდაურთან, 29 ივლისს ტრაგიკულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, თბილისსა და ბოლნისში მდებარე სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გუდაურთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ადამიანების ცხედრები სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს უწყების ცნობით, საპატიო ყარაულმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, მათ ოჯახებს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა. დაკრძალვის ცერემონიამდე თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, სამოქალაქო პანაშვიდზე პატივი მიაგო დაღუპული მფრინავების, მაშველების, ექიმების ხსოვნას და მათ ოჯახებს, თანამშრომლებს, ასევე, ახლობლებს სამძიმარი პირადად გამოუცხადა. "შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი სამინისტროს I ხარისხის მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" დაჯილდოვდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახები, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათას ლარს მიიღებენ. გუდაურთან სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ასევე დაჯილდოვდნენ მედლით - "სამოქალაქო თავდადებისათვის“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ტრაგიკულად დაღუპულებს დღეს პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პოლიტიკოსებმა. ასევე, დაღუპულებს პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.